„ქართულად“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამების ქართულენოვანი ვერსიების შექმნას. Microsoft-ის ენობრივ ნაკრებში ქართულის მოხვედრისთვის, მან უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე საჭიროა მინიმუმ 100000 ქართული წინადადების ინგლისურად თარგმნა.

თიბისი ბანკი, როგორც პროექტის „წერექართულად“ ავტორი ახლა უკვე პროექტით- „ქართულად“ - აგრძელებს ქართული ანბანის პოპულარიზაციას და თითოეულ ქართულენოვან ადამიანს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს კომპიუტერულ პროგრამებთან ქართულის ადაპტირებაში.

პროექტის ფარგლებში, ქართულიდან ინგლისურად თქვენი დახმარებით თარგმნილი წინადადებები ჩაიტვირთება Microsoft-ის მიერ შექმნილ მანქანური სწავლის სისტემაში. მას შემდეგ, რაც სისტემა მიღებულ ინფორმაციას გააანალიზებს, მიიღება პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ქართული ენა და თავად შეძლებს ინგლისურ-ქართული და ქართულ- ინგლისური თარგმანების გაკეთებას.

პროექტის წარატებით განხორციელება შესაძლებელს გახდის Microsoft-ის უამრავ პროგრამულ პროდუქტში ქართულ-ინგლისური მთარგმნელობითი პროგრამის გამოყენებას. ამის გარდა, ვებ დეველოპერებს და იმ პროგრამისტებს რომლებიც Windows სისტემისათვის შექმნიან თავიანთ პროგრამულ პროდუქტს, საშუალება ექნებათ გამოიყენონ „ქართულად“- ის ძალიასხმევით შექმნილი ავტომატური თარგმნის პროგრამა.

100000 წინადადების თარგნა იქნება პირველი ნაბიჯი Windows ოპერაციულ სისტემაში ქართული ენის მთარგმნელობითი ფუნქციონალის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

საიტის მოხმარების წესები